თურქეთში თარხან ბათირაშვილის ცოლი დააკავეს

თურქეთში თარხან ბათირაშვილის ცოლი დააკავესსტამბოლში ISIS-თან დაკავშირებული 5 პირი, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი სედა დუდურკაევა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ოფიციალური უწყებებმა 19 ივლისს განაცხადეს, რომ ამ პირების დაკავება 4 ივლისს განხორციელდა.

სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ასუ დუდრკაევას შვილია. დუდურკაევი თანამდებობიდან რამზან კადიროვმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, რასაც ჩეჩნეთში სკანდალი მოჰყვა.

სედა დუდურკაევას თარხან ბათირაშვილთან 2 ვაჟი ჰყავს.