ტიბო კურტუა თითქმის რეალის ფეხბურთელია

ტიბო კურტუა თითქმის რეალის ფეხბურთელიაბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ცალი ფეხით მადრიდის რეალშია. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. რეალი ჩელსის 35 მილიონ ევროს გადაუხდის და კურტუა რეალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ტიბო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო გოლპიკერად დაასახელეს და ამის შემდეგ ბუნებრივია მის მიმართ ინტერესმა მოიმატა, თუმცა რეალი მანამდეც აპირებდა კურტუას ყიდვას.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჩელსიში გადასვლამდე კურტუა რამდენიმე წლის მანძილზე მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა.