“ბავშვი ტიროდა, შემეცოდა და მოვკალი” – ამერიკული ოჯახის მკვლელობა მწყემსმა მაშინ აღიარა, როცა მოსახლეობამ ის ფეხებით დაკიდა

"ბავშვი ტიროდა, შემეცოდა და მოვკალი" - ამერიკული ოჯახის მკვლელობა მწყემსმა მაშინ აღიარა, როცა მოსახლეობამ ის ფეხებით დაკიდახადას ხეობაში მცხოვრებ 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცს უმძიმესი დანაშაულისთვის გაასამართლებენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ადგილობრივ მწყემსს განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულისთვის, მთელი ცხოვრების გატარება გისოსებს მიღმა მოუწევს.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ამერიკელი ცოლ-ქმარის, რაიან და ლორა სმიტების მკვლელობა ახალგაზრდამ თავდაპირველად ხადას მოსახლეობასთან მას შემდეგ აღიარა, რაც ადგილობრივებმა ის ფეხებით დაკიდეს.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციას დეტალურად მოუყვა ისიც თუ რატომ მოკლა 4 წლის ბავშვი.

„ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა აღიარა, რომ მას სურდა ქალის გაუპატიურება, რის გამოც ლორა სმიტის მეუღლე მოკლა, ხოლო 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ამ შემზარავი ფაქტის დროს ტიროდა, მოკლა და მისივე სიტყვებით, ცხედარი ზვინში დამალა.