უბედური შემთხვევა ფოთში  – ზღვაში ორი დამსვენებელი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ფოთში  - ზღვაში ორი დამსვენებელი დაიხრჩოფოთში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა მალთაყვაში მოხდა. ისინი მაშველების გაფრთხილებას, რომ საშტორმო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, არ დაემორჩილნენ და ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდნენ და ტალღებმა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 58 წლის  ქალი და 51 წლის მამაკაცი ფოთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრნი არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს,რომ შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმის გამო, ზღვაში შესვლა (მათ შორის წყლის ტრანსპორტით) აკრძალულია.