უბისა-შორაპნის საგზაო მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

უბისა-შორაპნის საგზაო მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდარიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. წინადადების წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის ოთხზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად იყოფა: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

უბისა-შორაპანი ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.