ვანო ზოდელავა ისევ უგონო მდგომარეობაშია – ”ახლა ავლაბარში კლინიკაში წევს და 2 თვეში სახლში გადავიყვანთ”

ვანო ზოდელავა ისევ უგონო მდგომარეობაშია - ”ახლა ავლაბარში კლინიკაში წევს და 2 თვეში სახლში გადავიყვანთ”თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა ერთი წე­ლია, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 2017 წლის 21 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით ის მძი­მე ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა.

ზო­დე­ლა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, როდესაც ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი – “ოპე­ლის”, “მერ­სე­დე­სი­სა” და “ჰონ­დას” მარ­კის მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა.

ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 35 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც “ოპე­ლის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და.

ავა­რი­ის შემ­დეგ ზო­დე­ლა­ვა “ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში” მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს და მას ტრე­პა­ნა­ცია (თა­ვის ქა­ლის გაკ­ვე­თის ოპე­რა­ცია) ჩა­უ­ტარ­და.

დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შემ­დეგ ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ზო­დე­ლავას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი თემო ქურ­ხუ­ლი ესა­უბ­რა.

– 22 ივ­ლისს გახ­დე­ბა ერთი წელი რაც ვანო ზო­დე­ლა­ვა ავა­რი­ა­ში მოხ­ვდა და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 8 თვე აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ახლა ავ­ლა­ბარ­ში წევს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და ორ თვე­ში სახ­ლში გა­და­ვიყ­ვანთ ალ­ბათ.

– რას ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი?

– ვანო ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი როცა ასე­თი დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გონს მო­დი­ან, სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ, ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ მკურ­ნა­ლო­ბა დიდ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა და ფი­ნან­სუ­რად გა­უ­ჭირ­და მის ოჯახს…

– ამ­დე­ნი ხანი კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნა, ბუ­ნებ­რი­ვია დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვა­ნოს ბევ­რი ფული მა­ნამ­დეც არ ჰქო­ნია. ვი­საც რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, მის მე­გობ­რებს, ისე ვეხ­მა­რე­ბით მას. და­ნარ­ჩე­ნი ღმერ­თზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი…

ვანო ზო­დე­ლა­ვას თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტი 1998-2004 წლებ­ში ეკა­ვა.