ზაზა სარალიძე: „ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს, სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა”

ზაზა სარალიძე: „ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს, სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა"“ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს,სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ზაზა სარალიძის თქმით იმის მაგივრად, რომ ამ სისხლიან გარჩევაში ბრალდებულების სატელეფონო მოსმენები განხორციელებულიყო, პროკურატურამ ზაზა სარალიძისა და მისი მეუღლის მოსმენა დაიწყო.

“საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკო ან ვიფიქრო. როდესაც ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს,სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა.

ასეთი დანაშაულის ჩამდენი სადისტები არ დასვეს სატელეფონო მოსმენაზე.მე და ჩემი მეუღლე მიგვიჩნია პროკურატურამ დამნაშავედ და ჩვენი სატელეფონო მოსმენა დაიწყო.

ამის შემდეგ რომელ სამართალზე და რა ქვეყანაზე უნდა ვილაპარაკო სადაც დამნაშავეებს ხელს აფარებენ და ჩემ ცოლს მოსმენაზე სვავენ მოწმეებზე ზემოქმედების ბრალდებით. ტფუიი ასეთ ქვეყანას და ქვეყნის კანონმდებლებს!” – ნათქვამია პოსტში