ავარია ტრაბზონში – დაშავდა საქართველოს 5 მოქალაქე

ტრაბზონში მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Cumhuriet ავრცელებს.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც ვიცე-კონსულმა თემურ ტარტარაშვილმა განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, საკონსულოში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

პირველი არხი 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018