ავტობანზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, რასაც 7 მანქანის ერთმანეთთან დაჯახება მოჰყვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევა შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხილის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მომხდარი ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018