ავტობანზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი – სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018