ანაკლიაში 23 წლის ირანელმა ქალი გააუპატიურა – ბრალდებული თბილისის აეროპორტში დააკავეს

ანაკლიაში 23 წლის ირანელმა ქალი გააუპატიურა - ბრალდებული თბილისის აეროპორტში დააკავესანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 23 წლის ბიჭი დააკავეს.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

კურიერის ინფორმაციით, უცხოელი ირანის მოქალაქეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.