ანკარაში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს 

თურქეთის დედაქალაქში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს. თურქული მედიის, Haberturk-ის ინფორმაციიით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
თვითმხილველის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ადრე დილით, დიპლომატიურ მისიასთან ავტომობილი მივიდა, რომლიდანაც საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდოდ იყო 4-5 გასროლა. ერთი ტყვია დაცვის სამსახურის შენობის დაჯავშნილ ფანჯარას მოხვდა. ამის შემდეგ მსროლელებმა ადგილი დატოვეს.

აშშ-ის საელჩო ამ კვირაში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით დაკეტილია.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2018 წლის ზაფხულში დაიძაბა, ამერიკელი მღვდლის ენდრიუ ბრანსონის პატიმრობის გამო, რომელსაც ტერორიზმში, ჯაშუშობასა და ფეტჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

აგვისტოს თვეში აშშ-იმ დააწესა სანქციები თურქეთის შსს-სა და იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელების მიმართ, შემდეგ კი ორჯერ გაზარდა ტარიფები თურქული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რამაც ლირის კურსის ვარდნა გამოიწვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018