“არ ვიცი, როგორ დავსვა თვითმფრინავი… ცხოვრებისგან განადგურებული ბიჭი ვარ… ყველას პატიებას გთხოვთ” – თვითმფრინავის გამტაცებელმა სიცოცხლის ბოლო წუთებში დისპეტჩერებს გული გადაუშალა

ამერიკულ მედიაში გავრცელდა სიეტლის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლის საუბრის ჩანაწერი ავიადისპეტჩერებთან, რომლებიც მას თვითმფრინავის აეროპორტში დასმას სთავაზობდნენ.

მექანიკოსის მიერ გატაცებულმა ცარიელმა საჰაერო ხომალდმა 15 წუთი იფრინა, რამდენიმე სახიფათო მანევრი გააკეთა და შემდეგ კატასტროფა განიცადა.

გაშიფრული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საუბრის დასაწყისში გამტაცებელი რიკი (მისი გვარი არ სახელდება) შესანიშნავ ხასიათზე იყო, ხუმრობდა და აცხადებდა, რომ მას ალბათ მალე პილოტად აიყვანენ. თუმცა, რამდენიმე წუთში განაცხადა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა გეგმაში თვითმფრინავის დასმა.

მალე მან ნერვიულობა დაიწყო, რომ საწვავი თავდებოდა, აცხადებდა, რომ ხომალდის ძრავი შეიძლება აფეთქებულიყო.

დისპეტჩერები მთელი ფრენის მანძილზე მას სთავაზობდნენ, არ შეესრულებინა სახიფათო მანევრები, მაგალითად “კასრი” და სხვა, ცდილობდნენ აეხსნათ, როგორ დაესვა თვითმფრინავი, რის შემდეგაც რიკმა განაცხადა, რომ მან არ იცის როგორ დასვას საჰაერო ხომალდი

“არ ვიცი, როგორ დავსვა თვითმფრინავი. ვწუხვარ რომ დღე გაგიფუჭეთ. ბევრი ადამიანი არსებობს, რომელთათვისაც მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ. ისინი შეწუხდებიან, როცა გაიგებენ, რომ მე ეს ჩავიდინე. მინდა თითოეულ მათგანს პატიება ვთხოვო. მე ერთი ცხოვრებისგან განადგურებული ბიჭი ვარ,” – განაცხადა რიკმა საუბრის დასასრულს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018