ატლეტიკომ რეალს სუპერთასი მოუგო – ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ ტალინში დასრულდა ევროპის სუპერთასის მატჩი მადრიდის რეალსა და ატლეტიკოს შორის. “ატლეტიკომ” დამატებით დროში “რეალს” 4:2 სძლია.
საინტერესო იყო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში როგორ წარმოაჩენდა თავს თავდამსხმელ რონალდოს გარეშე დარჩენილი “რეალი”, რომელსაც ახალი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ახალ სტილში ათამაშებს. ვერ წარმოაჩინა!
ანგარიში 49-ე წამზე როხიბლანკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ გახსნა. ეს სუპერთასზე გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია. უნდა აღინიშნოს, რომ მეკარე ნავასს ბურთის მოგერიება მართებდა.
27-ე წუთზე ბეილის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ბენზემამ დაასწრო და საპასუხო გოლი გაიტანა.
62-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე ხუანფრანს მოხვდა, მსაჯმა თერმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც სერხიო რამოსმა

გამოიყენა. რამოსი ბლანკოსის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სუპერთასის ორ შეხვედრაში გაიტანა გოლი. დიეგო კოშტამ კი კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
დიეგო არ დაცხრა, 79-ე წუთზე დუბლი შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმში კი ჯერ  საულმა დალაშქრა ნავასის კარი, შემდეგ შეცვლაზე შესულმა ვიტოლომ და დიეგო სიმეონეს გუნდმა გაიმარჯვა.
“ატლეტიკომ” მესამედ მოიგო უეფას სუპერთასი.

ტალინი. “ა. ლე კოქ არენა”.
რეალი – ატლეტიკო 2:4
გოლები: დიეგო კოშტა (1), 1:1 ბენზემა (27), 2:1 სერხიო რამოსი (63, პენ), 2:2 დიეგო კოშტა (79), 2:3 საული (99), 2:4 ვიტოლო (104)
რეალი: ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, კროოსი (მაიორალი 102), კაზემირო (სებალიოსი 76), ისკო (ვასკესი 83), ასენსიო (მოდრიჩი 57), ბენზემა, ბეილი
ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, საული, კოკე, ლემარი (პარტი 90+1), რ. ერნანდესი (ვიტოლო 71), დიეგო კოშტა (ხიმენესი 109), გრიზმანი (კორეა 57)

სპორტალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018