აშშ-ში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ტრაგედია სიეტლის აეროპორტში – ვიდეო

აშშ-ში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ტრაგედია სიეტლის აეროპორტში - ვიდეოშეერთებულ შტატებში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შემთხვევა სიეტლში მოხდა. ლაინერი აეროპორტიდან კომპანია “ალიასკისავიახაზების” თანამშრომელმა გაიტაცა, ბორტზე არავინ იმყოფებოდა.

გამოძიების ვერსიით, 29 წლის მამაკაცის მიზანი თვითმკვლელობა იყო და მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

უნებართვო აფრენის შემდეგ თვითმფრინავს ორი ავიაგამანადგურებელი დაედევნა, საბოლოოდ კი ის აეროპორტიდან 65 კილომეტრის დაშორებით, სამხედრო კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ, გამტაცებლის ბედი უცნობია.

შემთხვევის გამო სიეტლის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა.

რუსთავი 2