აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 9:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018