ახალ ზელანდიაში მინისტრი სამშობიაროდ ველოსიპედით წავიდა

ახალი ზელანდიის ქალთა საქმის მინისტრი სამშობიარო სახლში ველოსიპედით წავიდა, რადგანაც, მისი თქმით, მანქანაში, უბრალოდ, ადგილი არ ეყო.

მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ჯული ჯენტერმა “ინსტაგრამში” ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის პარტნიორთან ერთად კვირა დილით ველოსიპედით მიდის სამშობიაროდ. გამორიცხული არ არის, რომ მისთვის მაგალითი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასიდა არდერნი ყოფილიყო, რომელმაც გადაწყვიტა რომ სამსახურისთვის დედობაც შეეთავსებინა.
38 წლის ჯუნტერი, რომელიც, ასევე, ტრანსპორტის მინისტრის თანაშემწეა, მთელ ქვეყანაში ცნობილია როგორც ველორბოლის დიდი თაყვანისმცემელი.

timer.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018