ბათუმის შესასვლელში ტრაილერი სატვირთოს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმის შესასვლელთან. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა, რომელიც შეჯახების დროს გზაზე გადაიყარა.

შემთხვევის შედეგად, შეფერხებული იყო მოძრაობა ბათუმის შესასვლელთან. ამ დროისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფლად ხორციელდება. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოძრაობას არეგულირებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2“-ს განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018