ბასილაშვილმა მე-18 ჩოგანს, ამერიკელ სოკს, მოუგო – ვიდეო

30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6.

ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14.000 მაყურებელს იტევს.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო პელას შეხვდება, რომელმაც იტალიელ პაულო ლორენცის სამ სეტში სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიკოლოზმა სლოვენიელ ალიაზ ბედენეს ანგარიშით 6:2,  4:6, 6:2, 2:6, 6:4 მოუგო.

სპორტალი

US Open

მეორე გამარჯვება ამერიკის ღია პირველობაზე.🎾😊 ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ჯეკ სოკი 6:4, 3:6, 2:6, 6:7(3) დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მესამე რაუნდში გავიდა. შემდეგი მეტოქე არგენტინელი გუიდო პელა იქნება. Second victory at US Open Chempionship. Nikoloz Basilashvili defeated world No18 Jack Sock 6:4, 3:6, 2:6, 6:7(3) and will compete in the third round nof the Grand Slam tournament. Next macht against Guido Pella.

Gepostet von Nikoloz Basilashvili am Mittwoch, 29. August 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018