ბრაზილიელი რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს

მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს და ის თავს კარგად გრძნობს. რონალდო იბიცაზე იმყოფებოდა, როდესაც ის მოულოდნელად ცუდად გახდა და ყოფილი ფეხბურთელი ადგილობრივ დაავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და რონალდომ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა:
”რამდენიმე დღე საავადმყოფოში მომიწია ყოფნა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი კარგად არის. ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს მიმართ თანადგომა გამოხატა”–განაცხადა რონალდომ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018