ბუქარესტში მიტინგი სასტიკად დაარბიეს – დაშავდა 440 ადამიანი – ვიდეო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Agerpres იუწყება, 65 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ისინი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დაგმო აქციის მონაწილეების დარბევა.

„ჭეშმარიტ დემოკრატიაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, ხოლო ძალადობის გამოყენება, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა, დაუშვებელია. მტკიცედ ვგმობ ჟანდარმერიის სასტიკ ჩარევას“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
რუმინეთის ჟანდარმერიამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ჟანდარმერიის განცხადებით, აქციის მონაწილეებს შორის არეულობის მომწყობი პირებიც იმყოფებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018