“გეორგ სარქისიანის მკვლელმა საქართველო დატოვა” – მოკლულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

თბილისში, ელიას დასახლებაში სასტიკად მოკლული გეორგ სარქისიანის ოჯახი მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
ამ ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
მათი თქმით, სამივე მათგანი მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდეთ უნდა გასამართლდნენ.
გარდაცვლილის ახლობლები ითხოვენ, დროულად მოხდეს დამნაშავის დაკავება და საქმის გახსნა.

მათი ინფორმაციით, პირმა, რომელიც გევორქ სარქისიანს სასტიკად გაუსწორდა, ქვეყნის ტერიტორია დატოვა.

“ორი მანქანით ელოდებოდსნენ, ხანჯლით აჩეხეს. დაკავებულია პირი ვინც დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს, თუმცა ის მკვლელობის თანამონაწილეა”- ამბობს მოკლულის და.

მკვლელობა 12 ივლისს ჟონეთის ქუჩაზე მოხდა. გევორქ სარქისიანს 22 ჭრილობა ხანჯლით აქვს მიყენებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018