გიორგი ქვილითაია ბრუნდება – “თამაშს მალე შევძლებ”

საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას კოჭის ტრავმის აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან Sportall.ge-ს განუცხადა.

ქვილითაიამ გვითხრა, რომ შესაძლოა, მოედანს უახლოეს 1 კვირაში დაუბრუნდეს.

“აღდგენითი პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყე.

დაახლოებით, 3 კვირით ადრე დავიწყე ვარჯიში, ვიდრე ეს ექიმებს ეგონათ, რადგან კოჭის მდგომარეობა საკმაოდ კარგია.

რაც შეეხება მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ერთ მატჩს მე-2 გუნდში ვითამაშებ და მექნება საშუალება, დავაკვირდება ფეხის მდგომარეობას.

დაახლოებით ერთ კვირაში თამაში შემეძლება.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს
ნაკრების ექიმებს, დავით ხარაბაძეს და მერაბ ვარძუკაშვილს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ ფეხზე დავმდგარიყავი და ამისთვის მათ უდიდეს მადლობას ვუხდი”, – გვითხრა ქვილითაიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018