გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგის “ჟირონას” რიგებში ითამაშა – “დღეს ტოტენჰემს ვეთამაშებით”

19 წლის ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგის ბინადარ “ჟირონას” რიგებში დებიუტი ჰქონდა.

მან “საბადელთან” მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) მოედანზე 65 წუთი დაჰყო.

Sportall.ge ქოჩორაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

“ჟირონა” 5 დღის წინ დაბრუნდა შეკრებიდან. ჩემი წაყვანა შეკრებაზე ვერ მოხერხდა, რადგან ჩემს პოზიციაზე ფეხბურთელები ჰყავდათ.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ნახევარმცველი გადავიდა “ვალიადოლიდში” და პირველ გუნდში როგორც ვარჯიშის, ისე თამაშის საშუალება მომეცა.

ჩემით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა, ხალხის ყურადღება და შექება იყო, რადგანაც ჩვენი საქმეა მაყურებელი ვასიამოვნოთ.

ასევე მოხარული ვარ, რომ ჩემს თამაშს მრავალი ჟურნალისტის გამოხმაურება მოჰყვა.

დღეს ამხანაგურ შეხვედრაში “ტოტენჰემს”ვეთამაშებით. განაცხადში ვიქნები, მაგრამ მათამაშებს თუ არა მწვრთნელი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.

მომავალ სეზონში ლა ლიგაში თამაშის შანსი? არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერ მაგისთვის არ ვემზადები. მინდა, რომ მეორე გუნდთან ერთად კარგი სეზონი ჩავატარო და ლა ლიგაზე ფიქრი მერე დავიწყო, მაგრამ სავარაუდოდ, შანსი ლა ლიგაშიც მომეცემა“, – გვითხრა ქოჩორაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილი შოთა არველაძისა და გიორგი დემეტრაძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ბინადარ კლუბში ითამაშა.

სპორტალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018