“გიო ხუციშვილის სიმღერებს ნუღარ გამოიყენებთ უკითხავად” – სალომე გოგიაშვილის სიმღერამ მაია ჯორჯაძე გაანაწყენა?

ტელესახე სალომე გოგიაშვილი გია ჯაჯანიძის შოუს სეზონის ბოლო გადაცემის სტუმარი იყო.

გოგიაშვილმა გადაცემაში გიო ხუციშვილის სიმღერა “ზღვა ღელავს” შეასრულა. ამ ფაქტს სოც-ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა: „კარგი სიმღერაა და კარგი იქნებოდა სხვას შეესრულებინა, ათ წელიწადში ერთხელ რომ იმღერებს ის მომღერალი არაა“, „რა ვიცი მე სამეგობროში მცხვენია ასე სიმღერა, თუ არ დავლიე“, „გიო ხუციშვილის მეუღლემ თქვა ჩემს დაუკითხავად ნუ მღერიღართო და ამან საერთოდ რა ქნა როგორ მღერის“, „ვაი, ვაი ყველა მღერის საჯაროდ, ვისაც გულში ემღერება“, „ესღა გვაკლდა. ვინც მართლა მღერის, იმას არ აჭაჭანებ არსად“ , – წერენ კომენტარებში.

„სხვა რაკურსის“ სეზონის დახურვა ეთერში 26 ივლისს გავიდა, გადაცემის ეთერში გასვლამდე, გიო ხუციშვილის მეუღლემ, მაია ჯორჯაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა: “მეგობრებო, ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, მინდა გთხოვოთ ჩემთვის დღეს ყველაზე ძვირფასია გიოს სიმღერები რომლებიც მე და გიომ ერთად შევქმენით. მე პროექტის გაგრძელებას ვაპირებ ზუკასთან ერთად. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვქონდა. დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გთხოვოთ ამ სიმღერებს ნუღარ გამოიყენებთ უკითხავად. იმედია, გაითვალისწინებთ! წინასწარ გიხდით მადლობას!”

იგულისხმა თუ არა საკუთარ პოსტში სალომე გოგიაშვილი მომღერლის მეუღლემ, უცნობია.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018