გოგიტა ცუცქირიძე: “კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტებას ბიზნესის მცირე კაპიტალი და აქტივები აფერხებს”

ბიზნესის დაკრედიტების ტემპი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც დაბალია.  1 ივლისის მდგომარეობით ბიზნესდაკრედიტების შეფარდება ეკონომიკაზე გაცემულ მთლიან სესხებში 44 %-ია.

რატომ არის ბიზნესის დაკრედიტება დაბალი? ამ თემაზე „კომერსანტი“ ბანკების ასოცოაციის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა ცუცქირიძეს ესაუბრა.

გოგიტა ცუცქირიძის შეფასებით, ბიზნესის დაკრედიტების პრობლემა მცირე კაპიტალი და აქტივებია. მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა ბიზნესსესხებზე საპროცენტო განაკვეთები დასწიეს,  მაგრამ სიტუაციას ვერც  ამან უშველა, რადგან  მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს მცირე კაპიტალი:

„ბიზნესს ბანკიდან სესხის ასაღებად დამატებითი გარანტიების წარმოდგენა სჭირდება, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია უძრავი ქონების დაგირავება. ბიზნესი სესხს მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებს. ეს კი მაღალი სოციალური და ეკონომიკური რისკის მატარებელია, რადგან მსესხებლის გაკოტრების და გადახდის უუნარობის შემთხვევაში, ბანკში ჩადებული ქონების დაკარგვა ხდება. ბანკებს აქვთ სპეციალური პროგრამები მცირე ბიზნესის დასაკრედიტებლად და  ფულას საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტებიდანაც იზიდავენ, მაგრამ ეს ვითარებას ვერ ცვლის, რადგან პრობლემა საგარანტიო მექანიზმების არქონას უკავშირდება.“

ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 5 %-ს შეადგენს, სადაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების შეფარდება მთლიან სესხეში 51.6% ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფიზიკურ მეწარმე პირებზე გაცემულმა სესხებმა 2018 წლის პირველ ნახევარში 1.4 მლრდ ლარი შეადგინა და სასესხებო პორთფელში, 6.8 % დან 6.02 %-მდე არის შემცირებული.

გოგიტა ცუცქირიძის შეფასებით, ბიზნესსესხების პორტფელის შემცირება  8 წლის წინ დაიწყო:

“2015 წელს 12.4  მილიარდიან პორთფელში ბიზნესსესხების თანაფარდობა 6.3 მლრდ ლარი იყო,ანუ 51 %-მდე შემცირდა. 2017 წელს 21.3 მილიარდიან პორთფელში ბიზნესსეხების მოცულობა 9.5 მლრდ ლარი იყო,  ხვედრითმა  წილმა 44.6 %-შეადგინა. ამ დროს გაიზარდა შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 55.6 %-მდე.”

გოგიტა ცუცქრიძის შეფასებით, საცალო დაკრედიტების ბუმი საცალო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ გამოიწვია.

ნინო ნატროშვილი, კომერსანტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018