გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე კიდევ ერთხელ გადადგა

გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს,თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – წერს მერაბ ჭანუყვაძე.

ჭანუყვაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინაც დაწერა, თუმცა მაშინ ის პრემიერმა არ დააკმაყოფილა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018