დალაქი, რომელსაც ხელის მტევნები არ აქვს – ვინ არის გაბრიელ ჰერედია

გაბრიელ ჰერედიას ხელის ორივე მტევანი ამპუტირებული აქვს, მაგრამ ეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს არ უშლის. „უხელო“ არგენტინელ სტილისტზე BBC-მ რეპორტაჟი მოამზადა.

„არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ჩემი დანახვისას არც თუ ისე გახარებულია, თუმცა ბოლოს ისინი აღფრთოვანებულები რჩებიან“, – აცხადებს სტილისტი.

„უხელო“ სტილისტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობასაც ამ ქალაქში ეწევა.

გაბრიელ ჰერედია განმარტავს, რომ საქმიანობის დაწყებისკენ ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერამ უბიძგა.

„ერთ დღეს გადავწყვიტე ჩემი მეგობრებისთვის და ძმისთვის შემეჭრა თმა. ყოველ ჯერზე ვვითარდებოდი პროფესიულად“, – განმარტავს გაბრიელი.

არგენტინელი სტილისტი ამბობს, რომ საყვარელი საქმის კეთებას არ შეწყვეტს და მომავალში უფრო მეტს მიაღწევს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018