დიდი აფეთქება იტალიაში – დაიღუპა 1, დაშავდა 55 ადამიანი

იტალიის ქალაქ ბოლონიაში, აეროპორტის მახლობლად,  მასშტაბური აფეთქება მოხდა.

ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყოლილი საწვავით დატვირთული ტანკერი აფეთქდა, რამაც ესტაკადის ჩანგრევა და ხანძრის სხვა მანქანებზე გავრცელება გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 55 კი დაშავდა, 14 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, გადაკეტილია მოძრაობა ორივე მიმართულებითაც, თუმცა, აფეთქებას ბოლონიის აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018