ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ხვალ გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ხვალ დილიდან ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ რიგში ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება და შემდეგ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი სხვა საგნების შედგებიც.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018