ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში გინესის რეკორდი დაამყარა

ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში გინესის რეკორდი დაამყარა.

მან ერთი ჩასუნთქვით 6 ცალი სტანდარტული რუბიკის კუბის აწყობა 1 წუთსა და 44 წამში მოახერხა. 18 წლის ქართველმა კუბერმა ამერიკელი ენტონი ბრუკსის შედეგი გააუმჯობესა.

სარეკორდო ღონისძიება „ჯინო ფერედაისში“, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ბრუკსი გინესის წიგნში 2014 წლის პირველ აგვისტოს შევიდა, როდესაც წყალქვეშ 5 რუბიკის კუბის აწყობა მოახერხა. ქართველი კუბერი წარმატებულად ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზეც და საქართველოს ორგზის ჩემპიონია რუბიკ-კუბიკის აწყობაში. ეს სარეკორდო ასპარეზობა კი მისთვის პირველია.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018