ვარკეთილში 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, მისი ბიძაშვილი დაშავდა

თბილისში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში ავარიისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ბოძს დაეჯახა. მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

დაღუპული და დაშავებული ერთმანეთის  ბიძაშვილები არიან.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018