ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლის კი დაჭრეს

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლის კი დაჭრესვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორიs სიტყვიერ შელაპარაკებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მოხდა. რაც შეეხება დაჭრილს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა,.

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის შემთხვევაში, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმე 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

“პრიმტაიმის” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე გამოიკვეთა.