თბილისი-კრასნოდარის ავტობუსი სტავროპოლში კამაზს შეეჯახა – დაიღუპა საქართველოს და რუსეთის 2 მოქალაქე

დღეს დილის 5 საათზე, რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, თბილისი-კრასნოდარის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსს სატვირთო ავტომობილი კამაზი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის ერთს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

სულ ავტობუსში 40 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც. 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქეა.

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქეა დაშავებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს მათთან კონტაქტზე გასვლას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018