თეა წულუკიანი კომისიაზე 4 წუთით მიიყვანეს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის უნდა მოესმინათ.

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მინისტრის დაბარება არამიზნობრივი იყო. “ქართული ოცნება” შეთანხმდა, რომ მინისტრისთვის საქმის ირგვლივ კითხვები არ დაესვა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ კი წულუკიანს მხოლოდ 2 კითხვით მიმართა.
კახიძე დაინტერესდა, მინისტრი ისევ ფიქრობს თუ არა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

კითხვაზე წულუკიანის პასუხი იყო: “რა თქმა უნდა ვეთანხმები“,

ამ პასუხის შემდეგ კახიძემ კომისიის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ მეტი კითხვა აღარ ჰქონდა.

კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ იუსტიციის მინისტრს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

შესაბამისად, სხდომაზე თეა წულუკიანის გამოკითხვა სულ 4 წუთი გაგრძელდა

თეა წულუკიანისთვის კომისიის წევრების ქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა,

სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა მედიასთან.

„ღია ეთერში გადაიცა და იყო სამი შეკითხვა, ვეთანხმები თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო და ვუპასუხე, რომ ვეთანხმები, რომ არ უნდა გადამდგარიყო და ამას დღესაც ვეთანხმები. მეტი კითხვა არ დასმულა და ეს ჩემთვის გასაოცარი იყო. იმედია, ეს არ მიანიშნებს, რომ კომისიას არ სურს, სიღრმისეულად განიხილოს, თუ რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმებში.” – განაცხადა წულუკიანმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018