თეა წულუკიანი სოსო გოგაშვილის გადადგომაზე – “იმედია, ჩვენს გუნდში დარჩება”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის გადადგომას, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება.

თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით მიიღო, თუმცა მინისტრი მიზეზებზე ვერ საუბრობს.

„მიზეზები ჩემთვის უცნობია, მე ვიცი რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თავის თანამდებობა.

“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს “ქართული ოცნების” გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში პირველივე დღიდანვე,“-აცხადებს წულუკიანი.

სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. “კურიერის” ინფორმაციით, გოგაშვილი “ქართული ოცნებისთვის” საარჩევნოდ გაღებული შემოწირულობების მითვისების გამო გაუშვეს.

მის სახელს ასევე უკავშირდება არა ერთი სკანდალური საქმე, რაც შესაძლოა, მისი მოხსნის მიზეზი გამხდარიყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018