თეა წულუკიანი – ”ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“

იუსტიციის მინისტრმა  სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან გამართა შეხვედრა. თეა წულუკიანმა ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრა.

„გმირ ქალებთან შესახვედრად ჩვენ ჩამოვედით და გვინდა მათ ანგარიში ჩავაბაროთ ჰააგაში და სტრასბურში მიმდინარე საერთაშორისო დავებზე. ეს დავები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენ ისევე როგორც ქართველთა ეთნიკურ წმენდას, ასევე ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის საქმეებზე, ასევე გორში ჩამოვარდნილი ისკანდელისა და სხვა ომის დანაშაულებზე ვამტკიცებთ, რომ დიახ, რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018