იურგენ კლოპი: ”ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვესტ ჰემთან გამარჯვების შემდეგ თქვა რომ ის თავისი გუნდისგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდა. ლივერპულმა მეტოქე 4:0 დაამარცხა და კლოპის აზრით თითქმის იდეალური თამაში აჩვენა:
”სეზონის პირველი მატჩი იყო და მეგონა რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ლივერპულმა შესანიშნავად ითამაშა და ასეთ იოლ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. თუ ჩვენ ეს ფორმა შევინარჩუნეთ, მაშინ ჩემპიონობის შანსებიც გვექნება”–განაცხადა იურგენ კლოპმა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლივერპული სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018