კაცი, რომელმაც ბიძაშვილი მოკლა და თავი მოიკლა, ყოფილი პოლიციელი იყო

კაცი, რომელმაც დღეს ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, ის შსს-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირებისას მოხდა.

შელაპარაკების დროს კაცმა უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი არსებული ინფორმაციით, შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რის გამოც მსროლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018