“ლარის გაუფასურებას დროებითი ხასიათი აქვს” – რას ფიქრობს გიორგი ცუცქირიძე

„მართალია, თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება ზემოქმედებს სავაჭრო ტრანსაქციებზე, მაგრამ ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს გრძელვადიანი ანუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან“, – აცხადებს ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე.

„ადრეც აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა, რის გამოც სავალუტო კურსი ვერ გამოიყენება ბუფერად.

მიმაჩნია, რომ ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უფრო უკავშირდება და ნაკლებად რაიმე წმინდა ეკონომიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორს. როდესაც გაუფასურების არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი სწრაფადვე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რადგან გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ნიშნულს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს და დღეს სწორედ ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. შესაბამისად, კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.

მსურს, განვმარტო, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, რადგან ის არ მომდინარეობს არც მაკროფაქტორების რაიმე სერიოზული ცვლილებებიდან და არც წმინდა სავალუტო ნაკადების დისბალანსიდან, მათ შორის საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან და მით უმეტეს, არც საგარეო ფაქტორებიდან“, – ამბობს ცუცქირიძე.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018