ლარი გაუფასურდა

ლარი საგრძნობლად გაუფასურდა – თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.55-2.56 ლარის ფარგლებში მერყეობს.

თიბისი ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.61 ლარია. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, 1 დოლარის შეძენა 2.60 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ვალუტა დილიდან უფასურდება. მიზეზი კი, დოლართან მიმართებაში თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებაა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 2.5465 ლარის ნიშნულზეა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018