ლევან ვასაძე – “ივანიშვილი უნდა წავიდეს”

მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კატასტროფას უწოდებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ამბობს, რომ „ქვეყნის ისეთივე დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორც ეს პარლამენტის მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მე ძნელად თუ გავიხსენებ ასეთ მავნებლური, ცინიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას”.

როგორც ვასაძემ თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

“გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც მალე ჩამოშორდება “ქართულ ოცნებას” ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, მით უკეთესი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018