ლერი გელაშვილი – “პატრულმა ქისიშვილმა შემაგინა, თავში მირტყა და მაწამა”

მოქალაქე ლერი გელაშვილი საპატრულო პოლიციიის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს. 52 წლის მამაკაცი ირწმუნება, რომ პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი ქისიშვილმა სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა თბილისში-ასათიანის ქუჩაზე მოხდა.

მოქალაქესა და საპატრულოს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გელაშვილი პატრულ-ინსპექტორმა ორჯერ დააჯარიმა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გელაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ის ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

“გზაში გიორგი ქისიშვილმა, პატრულ-ინსპექტორმა შემაგინა, მანქანა გააჩერა ტყეში, სადღაც ნატახტართან, თავის არეში მირტყა და მაწამა. კინაღამ გადამტეხა ძვლებში. რის შემდეგაც გავხდი ცუდად და დამჭირდა მკურნალობა”- აღნიშნავს მოქალაქე.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018