“მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვიო, დედა ტიროდა, მამა ზევით ვერ ადიოდა” – როგორ გადაარჩინა ალექსანდრე შუკვანმა ახალშობილი

დღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.

ალექსანდრე 24 წლის არის, თუმცა უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ახალგაზრდა 19 წლიდან ხალხის სამსახურშია.
თვითმხილველთა თქმით, საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური დღეს დილით გამოიძახეს.

ადგილზე დროულად მისულმა მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვები.

“ხანძარი მეორე სართულზე იყო, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე კი ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ძალიან შავი ბოლი იყო, მაგრამ აირწინაღებით მოვახერხეთ საცხოვრებელ ბინებში შესვლა და ბავშვების გამოყვანა.

მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვიო. დედასთან ერთად იყო, დედა ტიროდა, შეშინებული. მამა ზევით ვერ ადიოდა, ძალიან შავი ბოლი იყო. ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ვერ შეძლეს, ძალიან ცუდი ვითარება იყო.

ერთი პატარა მე გამოვიყვანე, ერთი გადაარჩინეს” – ამბობს ალექსანდრე “ნიუპოსტთან” საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე შუკვანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პატარა საცხივრებელიდან უვნებლად გამოიყვანა. არც პატარას და არც კორპუსში მცხოვრებ სხვა პირებს საშიშროება არ ემუქრებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018