მანქანა ეზოში შევარდა და კაკლის ხეს შეეჯახა – რაჭაში ავარიას 3 ადამიანი შეეწირა

მანქანა ეზოში შევარდა და კაკლის ხეს შეეჯახა - რაჭაში ავარიას 3 ადამიანი შეეწირაამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავებულია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.