მანჩო გიორგობიანმა ჩცდ-ს სცენარისტ ქეთი დევდარიანს ტუტუცი უწოდა – “ჩვენთანაა კობა დავითაშვილი და ნათია ფანჯიკიძეც შემოგვიერთდება” – ვიდეო

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია იბერიის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” მონაწილეობა მიიღო მანჩი გიორგობიანმა.

მან ნარკოტიკებთან დაკავშირებით უამრავ თემაზე ილაპარაკა და თქვა, რომ თბილისის ღამის კლუბების მეპატრონეები ნარკოტიკის გასაღების წილებში არიან.

“ჩვენი, მშობლების ბრალია ის, რაც ხდება. გასინჯოს, რა მოხდებაო, რომ ამბობენ, ეგ არის დამღუპველი, აქედან იწყება ყველაფერი”, – თქვა მანჩო გიორგობიანმა.

გამომსვლელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანიც გაიხსენა და მას ტუტუცი უწოდა.

“ტუტუცი ეგა, თვითონ რა მოსწონს, არ ვიცი და მე-11 სეზონში 42-ე სერიაში გოგოებო რა კაია ექსტაზი და ვინმემ თუ იცის, რომ 1 წელი დაფეხმძიმება მერე არ შეიძლება” – აღნიშნა ორატორმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ იქმნება ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზების წინააღმდეგი იქნება.

“მასში შედის კობა დავითაშვილი და იმედია, ნათია ფანჯიკიძეც ჩაერთვება” – თქვა გამომსვლელმა.

ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ – მანჩო გიორგობიანის უმკაცრესი სატელევიზიო გამოსვლა (ვიდეო)http://marshalpress.ge/archives/192967

Gepostet von ბაქარი ვარდოსანიძე am Montag, 27. August 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018