მარგველაშვილი – “პრეზიდენტად კენჭის ყრა ჯერ არ გადამიწყვეტია… მოქალაქეები მაქსიმალურად დავაბნიეთ”

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის  კვლევის შედეგებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უპრეცენდენტოდ მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს არამხოლოდ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც კი ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა, ხელისუფლებამ შეარყია.

„დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობის უფლება, მოქალაქეობის მინიჭების საკითხში ფაქტობრივად იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება, აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, არა მარტო მოქალაქეები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული. ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბლებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონოდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ,“-განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, თავადაც არ მიუღია ჯერ გადაწყვეტილება იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან მისი თქმით, შემდეგი მოცემულობის წინაშე იდგება მომავალი პრეზიდენტი ის იქნება ქვეყნის პირველი პირი, თუმცა რეალურად  არაფერი შეეძლება. მარგველაშვილი ამბობს, რომ ის საკუთარ გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააცნობს საზოგადოებას.

„ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018