მასობრივი სროლა ფლორიდაში – 4 ადამიანი მოკლულია, 11 დაჭრილი

ცოტა ხნის წინ ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯეკსონვილში მასობრივი სროლა ატყდა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე ქალაქის პოლიციის შერიფის ოფისი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სროლა ქალაქის ერთ-ერთ უბანში სავაჭრო/გასართობი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. შერიფის ოფისი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს არ გაიაროს, რადგან უსაფრთხოების ნორმები ჯერ დაცული არ არის.

პოლიციის ცნობით, მრავალი ადამიანი დაიჭრა, რამდენიმე კი დაიღუპა, თუმცა არსებულ რიცხვს ჯერ არ ასახელებენ, მედიის ცნობით, სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაიჭრა.

სროლის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მოკლეს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილას გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა სროლაში კიდევ სხვა დამნაშავე. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018