მერკელი – “საქართველოს 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად”

“მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად,” – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს თსუ-ში ჟურნალისტებთან გამართული  შეხვედრისას ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

სტუდენტმა მას მიმართა, რომ გუშინ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უწოდა “დიდი უსამართლობა”, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა “ოკუპაცია”.

ანგელა მერკელმა კი მას კითხვა არ დაამთავრებინა და განაცხადა, “მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად”.

მის ამ განცხადებაზე კი დარბაზში ტაში დაუკრეს.

“გუშინ მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018