მეუფე იაკობი: “თუ მამალაძის დამცველები არ გაჩერდებიან, თავად გაეხვევიან შარში”

„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში,“- ამის შესახებ “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა მეუფე იაკობმა და დაადასტურა, რომ სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებს.

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სინამდვილეში ის არანაირი გავლენით საპატრიარქოში არ სარგებლობს. მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატყუარა ადამიანად მოიხსენიებს.

მეუფე იაკობი ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს დეკანოზის მოთხოვნის გაზიარებას და ციხეში მის მოსანახულებლად შესვლას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018